ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგვიპტის პრეზიდენტმა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები განიხილეს

ეგვიპტის პრეზიდენტმა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეგვიპტის პოზიცია, რომელიც ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას უარყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საქმეში ეგვიპტის მიერ გაწეულ ძალისხმევას მიესალმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.