ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა უკრაინაში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს

ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა უკრაინაში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა და ორმა ლიდერმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, უკრაინაში არსებული ვითარება, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრების გამარჯვება განიხილეს.
„პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ თავიანთი სწრაფვა განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ჯო ბაიდენმა კირ სტარმერს განუცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შესახებ მის სურვილს მიესალმება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.