-ის მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვა დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა შეწყვიტოს ძალისხმევა მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიების – ამერიკის ხმის, რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსლების დახურვასთან დაკავშირებით.
-ის ოლქის მოსამართლე როის ლამბერტის მითითებით ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“ თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის განსაახლებლად.
მარტში ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ მორალესმა და სპეციალურმა მრჩეველმა კერი ლეიკმა იძულებით შვებულებაში გაუშვეს 1300-ზე მეტი თანამშრომელი და დაფინანსება შეუწყვიტეს რამდენიმე მედიაორგანიზაციას, მათ შორის რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომლებსაც USAGM უწევს ზედამხედველობას.
საპასუხოდ თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას და კანონებს, რომელთა მეშვეობით აშშ-ის კონგრესმა ავტორიზაცია გასცა და აფინანსებდა „ამერიკის ხმას“.
ლამბერტის აზრით, კონგრესმა დააფინანსა და დაამტკიცა მაუწყებლობა, რათა ახალი ამბების “ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი” მიწოდება განეხორციელებინა სხვა ქვეყნებში.
მედიაორგანიზაციების დახურვა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტა ნაწილია დონალდ ტრამპისა და მილიარდერ ილონ მასკის ფართო მასშტაბის კამპანიისა, რომლის მიზანია ფედერალური მთავრობის შემცირება. მათი თქმით, მთავრობა აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ხარჯავს მიზნებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”