ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ყოველწლიური დებატები გამართონ

უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ყოველწლიური დებატები გამართონ, - ამის შესახებ ევროკავშირის 1-ელი თებერვლის სამიტის დასკვნების პროექტის უახლეს ვერსიაშია საუბარი, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ყოველწლიური დებატები გამართონ იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავს უკრაინა ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებს.
„ევროპული საბჭო ამ მექანიზმის განხორციელების შესახებ დებატებს ყოველწლიურად გამართავს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის მიმართ ევროკავშირის მიდგომის შესახებ რეკომენდაციები გასცეს“, - ნათქვამია პროექტში.
ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა უნგრეთი ევროკავშირის ასეთ წინადადებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.