ევროკავშირის სამიტზე უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა გადაწყვიტეს, დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობა

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ბრიუსელში მიმდინარე საგანგებო სამიტზე.
ამ გადაწყვეტილების მიღებით დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა, რომ „შევთანხმდით. ერთობა. ყველა 27 ლიდერი დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფას 50 მილიარდი ევროს ოდენობით.“
„ამით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის სტაბილური, ხანგრძლივი და პროგნოზირებადი დაფინანსება. ევროკავშირი თავის თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ვიცით, რისი ბედი წყდება“.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმე კვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა დეკემბერში დაადო უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო.
საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ