არქივი6 აგვისტო, 2025, 10:26
Reuters - სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან

სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძარმა სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ოდის დეპარტამენტში 4 500 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.
საფრანგეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჟუასარმა განაცხადა, რომ ოდის დეპარტამენტში ტყის ხანძარს 1 250-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ოდის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცნობით, ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.