ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრის გავრცელების პროცესი შეჩერებულია

სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრის გავრცელების პროცესი შეჩერებულია

სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრის გავრცელების პროცესი შეჩერებულია, მაშველები მის სრულად ჩაქრობას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლმა 17 ათასი ჰექტარი ფართობი მოიცვა, მათგან 13 ათასი მთლიანად დაიწვა. მაშველების თქმით, კვირის ბოლომდე კარგი ამინდი იქნება, რაც ცეცხლის ქრობის პროცესს ხელს შეუწყობს. ადგილზე 2000-ზე მეტი მაშველი და 200 პოლიციელი მუშაობს.
ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი ადგილობრივი, დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 16 მაშველი. ხანძრის გამო ევაკუირებულია 2000 ადამიანი
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს ხანძარი არა მხოლოდ ამ ზაფხულში, არამედ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.
პირველიი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.