არქივი7 აგვისტო, 2025, 09:54
საფრანგეთში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ ოდის რეგიონში ხანძარმა მოცულობით პარიზზე დიდ ტერიტორია მოიცვა.
სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ხანძარმა, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდა ტყეებსა და სოფლებში, მინიმუმ 25 სახლი გაანადგურა, რის გამოც მაცხოვრებლები და ტურისტები იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ.
ამ დროისთვის, ხანძარი 15 000 ჰექტარზეა გავრცელებული. მის ჩაქრობას 2 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.