ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია

Reuters - სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 7000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა 641-ზე მეტი შენობა და 388 გზა დააზიანა.
სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმები ორშაბათამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.