არქივი20 ივლისი, 2025, 11:53
სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 12 მოქალაქე.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სამხრეთ-კორეის საკურორტო ქალაქ კაპჰიონში, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათობით ოჯახი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, სამხრეთ კორეაში ძლირი წვიმა ორშაბათიდან შეწყდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.