ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას The Guardian-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. 6 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
კვირას დილით, სეულიდან აღმოსავლეთით 70 კილომეტრში, კიონგის პროვინციის კურორტ გაპიონგის ოლქში მეწყერმა სახლები დაფარა, ადიდებულმა წყალმა კი ავტომობილები წაიღო.
სამხრეთ კორეაში კოკისპირული წვიმა ოთხშაბათს დაიწყო. სტიქიამ, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილები დააზარალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.