არქივი22 მარტი, 2025, 20:12
Reuters- რომის პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ ლაპარაკის თავიდან სწავლის პროცესშია

Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ ისევ სწავლობს ლაპარაკს. კარდინალ ვიქტორ მანუელ ფერნანდესის განცხადებით, პონტიფიკოსის მდგომარეობა სტაბილურია და არ გაუარესებულა. თუმცა ჟანგბადის თერაპიამ, რომელიც მას ჩაუტარდა, მნიშვნელოვნად იმოქმედა მის ხმაზე და ახლა პაპს კომუნიკაციის უნარის აღდგენა სჭირდება.
კარდინალმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ფრანცისკე ტახტის დატოვებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 88 წლის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.