ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ რომის „ჯემელის“ საავადმყოფო დატოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფოს დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე რომის პაპი აივნიდან გულშემატკივრების წინაშე საჯაროდ გამოჩნდა და მათ მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, 88 წლის რომის პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს თავდაპირველად მძიმე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, შემდგომში მას პოლიმიკრობული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ორივე ფილტვის პნევმონიაში გადაიზარდა. რომის პაპის ექიმებმა შაბათს განაცხადეს, რომ სრულად გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება და რომ მას ვატიკანში კიდევ ორთვიანი დასვენება გამოუწერეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.