ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ფედერალური გრანტების შეწყვეტის შემდეგ, „რადიო თავისუფლება“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

Reuters - ფედერალური გრანტების შეწყვეტის შემდეგ, „რადიო თავისუფლება“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

ფედერალური გრანტების შეწყვეტის შემდეგ, „რადიო თავისუფლება“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, „რადიო თავისუფლებამ“ ფედერალური გრანტების შეწყვეტის გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, კერძოდ, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ოფიციალური პირების, კერი ლეიკისა და ვიქტორ მორალესის წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა.
„საჩივარი ამტკიცებს, რომ კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყოფილი თანხების გაცემის უარყოფა ფედერალურ კანონებს არღვევს, მათ შორის, აშშ-ს კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ფედერალურ ხარჯებზე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ანიჭებს“, - აცხადებს „რადიო თავისუფლება“.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.