Reuters-ი -ის სახაზინო მდივანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახაზინო მდივანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი -ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრაზე საერთო ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
„მდივანმა ბესენტმა ხაზი გაუსვა აშშ-უნგრეთის ურთიერთობისა და ევროპისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში ორ ქვეყანას შორის კოორდინაციას გაგრძელების მნიშვნელობას“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე სკოტ ბესენტმა დაუდასტურა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ ძალისხმევას არ იშურებს.
„ეს ჩვენთვის საუკეთესო ამბავია, რადგან ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დაბრუნება ჩვენ დიდი საფრთხისგან და ზეწოლისგან გვიხსნის“, – აღნიშნა სიიარტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება