ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათი საუბარი, ძირითადად, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებს შეეხებოდა.
“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიჰას, რათა დაადასტუროს პრეზიდენტ ტრამპის ერთგული დამოკიდებულება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოში ქმედითი ნაბიჯების გადადგმით. ეს არის უახლესი, მაღალი დონის კავშირი აშშ-სა და უკრაინის ლიდერებს შორის გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.