ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდა.
გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობელი ვართ ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" არაღიარების პრინციპული პოზიციისთვის“,- აცხადებს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, 14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ესწრება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ დისკუსიებში. სალომე ზურაბიშვილის გარდა, მიუნხენში იმყოფება გიორგი გახარიაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.