არქივი14 აგვისტო, 2025, 15:08
Reuters - იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 26-ს გადააჭარბა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 26-ს გადააჭარბა.
Reuters-ის ინფორმაციით, მაშველებმა 60 გადარჩენილი ნაპირზე ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები კიდევ გრძელდება და შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
UNHCR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში მოხვედრისას წელს სულ მცირე 675 ადამიანი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.