რიაზანში იარაღის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო გლოვა გამოაცხადეს

რიაზანის ოლქში, ორშაბათი, 18 აგვისტო, გლოვის დღედ გამოცხადდა იარაღის ქარხანა „ელასტიკის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. შაბათს დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა და ადგილზე ნანგრევების გაწმენდა კვლავ მიმდინარეობს.
პარასკევს დილით, საბრძოლო მასალისა და საავიაციო იარაღის მწარმოებელი ქარხნის დენთის საამქროში ხანძარი და აფეთქება მოხდა. საამქროს შენობა მთლიანად განადგურდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა იყო.
დაშავდა 130 ადამიანი, მათგან 29 საავადმყოფოშია გადაყვანილი, – განაცხადა ოპერატიულმა შტაბმა. გლოვის დღეს რეგიონში სახელმწიფო დროშები დაეშვება, კულტურულ დაწესებულებებს, მაუწყებელ მედიას და ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, გააუქმონ გასართობი ღონისძიებები და პროგრამები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან