ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ამ დრომდე 20 ცხედარი იპოვეს, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს, UNHCR-ის წარმომადგენელმა, ფილიპო უნგარომ, კატასტროფის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და განაცხადა, რომ ზღვაში შესაძლოა კიდევ ბევრი ადამიანი იყოს დაკარგული.
იტალიური მედიის ცნობით, ნავზე 97 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ის გადაბრუნდა.
Rai Radio 1-ის ცნობით, დაკარგულად ითვლება 12-დან 17-მდე ადამიანი, 60 გადარჩენილი კი კუნძულზე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.