Reuters – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები დაიწყო

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება დაიწყო მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით მხარეებს შორის კიდევ ერთი ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, – ინფორმაციას Reuters-ის სააგენტოს გენერალურ დირექტორზე რაფაელ გროსიზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი აკვირდება მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე სამუშაოები სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული ავარიების თავიდან აცილების მუდმივი ძალისხმევის ნაწილია.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს