პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სარემონტო სამუშაოები დაიწყო

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სარემონტო სამუშაოები დაიწყო

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება დაიწყო მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით მხარეებს შორის კიდევ ერთი ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, - ინფორმაციას Reuters-ის სააგენტოს გენერალურ დირექტორზე რაფაელ გროსიზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი აკვირდება მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე სამუშაოები სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული ავარიების თავიდან აცილების მუდმივი ძალისხმევის ნაწილია.
www.interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.