ვლადიმერ პუტინის განცხადებით, -სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე მართვას განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ -სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს, – ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით.
ამასთან, აშშ-ის ინიციატივით, ორივე მხარე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
შეგახსენებთ, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”