ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე დონბასის დათმობასთან დაკავშირებით

Reuters: ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე დონბასის დათმობასთან დაკავშირებით
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე დონბასის დათმობასთან დაკავშირებით - წერს Reuters წყაროზე დაყრდნობით.
🔴 Reuters-ის ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტმა მაშინვე უარყო პუტინის ეს წინადადება, როგორც კი პირობა ტრამპმა მასთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა.
🔴 საერთაშორისო მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს პუტინის პოზიცია გაახმოვანა, რუსეთის პრეზიდენტი კიევისგან მოითხოვს უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის მთელ ტერიტორიაზე და ამბობს, რომ სანაცვლოდ ფრონტს გაყინავს და პრეტენზიას აღარ გამოაცხადებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
📍 მედიის ინფორმაციით ახლა ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპი შეთანხმების მისაღწევად უკრაინაზე ზეწოლას განახორციელებს და მათ ტერიტორიის დათმობას მოსთხოვს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.