ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: ზელენსკი უარს ამბობს პუტინის მოთხოვნაზე, უკრაინამ სრულად დათმოს დონეცკის ოლქი

Reuters: ზელენსკი უარს ამბობს პუტინის მოთხოვნაზე, უკრაინამ სრულად დათმოს დონეცკის ოლქი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალასკის სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას უარი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, უკრაინამ სრულად დათმოს დონეცკის ოლქი.
ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს, რომ კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, მართალია, უკრაინის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია - მას კვლავ სურს, კიევმა დათმოს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მთელი დონბასის რეგიონის კონტროლი.
ამასთან, Reuters აქვეყნებს მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს წამოაყენა.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, თუმცა, ის ალიანსის გარეთ მიიღებს "უსაფრთხოების გარანტიებს". ასევე, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იქნეს აღიარებული, უკრაინამ გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები.
ასევე, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი მოიხსნას. მისი პირობების თანახმად, რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.