ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის ელჩი დაესწრება, გერმანიამ კი კონსულტაციების მიზნით მოსკოვიდან ელჩი გაიწვია

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის ელჩი დაესწრება, გერმანიამ კი კონსულტაციების მიზნით რუსეთიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„საფრანგეთი რუსეთში მისი ელჩით იქნება წარმოდგენილი“, - განუცხადა Reuters-ს ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ.
გერმანიამ, მოსკოვიდან ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გაიწვია, რაც ბერლინმა რუსეთი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრების პირად ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი და გერმანიის მსგავსად, მას არც ჩეხეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ლატვიისა და ლიეტუვის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე, სომხეთის პარლამენტის სპიკერის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც არ დაესწრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.