ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ალენ სიმონიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, დაესწრება თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას, უარყოფითი პასუხი გასცა.
„მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.
თავად ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მისი მონაწილეობა განიხილება, მაგრამ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.