გერმანიამ რუსეთიდან ელჩი ბერლინში გამოიძახა, პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში გამოიძახა რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი – კონსულტაციების გამართვისთვის მას შემდეგ, რაც მოსკოვს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევების წარმოებაში. ელჩი გერმანიაში ერთ კვირას დაჰყოფს და გამოაკლდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციას.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები “მიუღებელია და უშედეგოდ არ დარჩება”. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.
7 მაისს მოსკოვში დანიშნულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია, მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: „ნიფნიფებით“ და „ნუფნუფებით“ არის სავსე ყველაფერი. კალაძის ფრთიანი ფრაზა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ქალაქის მერი, რომელიც ასე მანკიერად აზროვნებს, ამით ყველაფერი ნათქვამია

ლელა ჯეჯელავა – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ირწმუნებენ, რომ რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩალის ფასი აქვს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ამას ფასი აქვს და ამ ფასის გადახდა მოუწევთ