ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპმა კომპანია Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია გაუუქმა

Reuters - დონალდ ტრამპმა კომპანია Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია გაუუქმა

დონალდ ტრამპმა კომპანია Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2022 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელასთან ნავთობის მოპოვების შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობები „მადუროს რეჟიმის მიერ არ შესრულებულა“.
„ჩვენ ვაუქმებთ დათმობებს, რომლებიც კორუმპირებულმა ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროს 2022 წლის 26 ნოემბრის ნავთობის შეთანხმების ფარგლებში მისცა და უკავშირდებოდა ვენესუელაში საარჩევნო პირობებს, რომლებიც მადუროს რეჟიმის მიერ არ შესრულებულა. ასევე, რეჟიმს მოძალადე კრიმინალები, რომლებსაც ისინი ჩვენს ქვეყანაში აგზავნიან, უკან არ გადაჰყავს იმ ტემპით, რომელსაც ისინი დათანხმდნენ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანება ძალაში 1-ელი მარტიდან შევა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ 2024 წლის ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მათმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.
„ეს ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვენესუელელი ხალხისა და დემოკრატიის მხარესაა“, - განაცხადა მაჩადომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.