Reuters – ამერიკული კომპანია BlackRock პანამის არხის გარშემო მდებარე ორ პორტს შეიძენს

ამერიკული კომპანია BlackRock პანამის არხის გარშემო მდებარე ორ პორტს შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ამერიკულმა ბიზნეს კონსორციუმმა, რომელსაც საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი ხელმძღვანელობს, ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კონგლომერატ CK Hutchison-თან შეთანხმებას მიაღწია, რომლის ფარგლებშიც ამერიკული მხარე 22,8 მილიარდი დოლარის ღირებულების საპორტო ბიზნესს შეიძენს.
„ჩემი ადმინისტრაცია პანამის არხს დაიბრუნებს და ჩვენ ამის გაკეთება უკვე დავიწყეთ. დღეს მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ პანამის არხის გარშემო ორ პორტს ყიდულობს და კიდევ უამრავ სხვა რამეს, რაც პანამის არხს უკავშირდება“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
შეთანხმების თანახმად, ამერიკული ბიზნეს კონსორციუმი Panama Ports Company-ის აქციების 90%-ს მიიღებს, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პანამის არხის გარშემო ორ პორტს, ბალბოასა და კრისტობალის პორტებს ფლობს და მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს