Reuters – უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას მოაწერენ ხელს – დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ შეთანხმების ხელმოწერის გამოცხადება კონგრესში გამოსვლისას სურს

უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას 4 მარტს (ვაშინგტონის დროით) მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი საკითხში გარკვეულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ მას შეთანხმების ხელმოწერის გამოცხადება 4 მარტს (ამერიკის დროით) კონგრესში გამოსვლისას სურს, თუმცა მან ამავდროულად აღნიშნა, რომ შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის და ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.
გამოცემას კომენტარებისთვის ამ მომენტისთვის არ უპასუხეს არც თეთრმა სახლმა, არც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა და არც აშშ-ში უკრაინის საელჩომ.
დონალდ ტრამპი კონგრესში თბილისის დროით დილის 6:00 (ვაშინგტონის დროით 21:00) საათზე გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს “ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში”.
“ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, – დასძენს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული