Reuters - დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტარიფები აღარ გავრცელდება ისეთ საკვებ პროდუქტებზე როგორიც, ყავა, ჩაი, ბანანი, ავოკადო და საქონლის ხორცია.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული პროდუქციის აშშ-ში საკმარისი რაოდენობით წარმოება შეუძლებელია.
ამასთან, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტარიფებმა შესაძლოა „ზოგიერთ შემთხვევაში“ ფასების გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა აშშ-ში „ინფლაცია ფაქტობრივად არ არის“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.