ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, მხარს დაუჭერს კანონპროექტს რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

დონალდ ტრამპის განცხადებით, მხარს დაუჭერს კანონპროექტს რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სენატის კანონპროექტი, რომელიც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მისთვის მისაღებია.
„რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ კანონპროექტს, რომელიც ძალიან მკაცრ სანქციებს აწესებს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა ოქტომბერში განაცხადა, რომ მზად იყო კენჭისყრაზე წარედგინა სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი საშუალებას მისცემს დონალდ ტრამპს, 500%-მდე ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებს ყიდულობენ და აქტიურად არ უჭერენ მხარს უკრაინას.
„შესაძლოა, ირანიც დავამატოთ“, - განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.