ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე დაყრდნობით.
ტრამპის ბრძანების თანახმად, ტარიფები აღარ გავრცელდება ისეთ საკვებ პროდუქტებზე როგორიც, ყავა, ჩაი, ბანანი, ავოკადო და საქონლის ხორცია.
როგორც ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, აღნიშნული პროდუქციის აშშ-ში საკმარისი რაოდენობით წარმოება შეუძლებელია.
პრეზიდენტი ტრამპი არ გამორივცხავს, რომ ტარიფებმა შესაძლოა „ზოგიერთ შემთხვევაში“ ფასების გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა, მისივე შეფასებით, აშშ-ში „ინფლაცია ფაქტობრივად არ არის“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.