ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოავ გალანტი - ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას ადეკვატურად უპასუხებს.
”ირანის პირდაპირი თავდასხმა მოითხოვს ისრაელის შესაბამის პასუხს ირანის წინააღმდეგ”, - განუცხადა გალანტმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს.
პენტაგონის ინფორმაციითმ, მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე.
„მინისტრმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი გალანტი, რომ ისრაელს შეუძლია დაეყრდნოს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ირანის თავდასხმებისგან ისრაელის დასაცავად, რომელსაც თეირანი საჯაროდ დაემუქრა“, - აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.