პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
არქი უნივერსი (Archi Universe) — არქის საცხოვრებელი პროექტი; მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. 15ა. შენდება. დეველოპერი ფასს საიტზე არ აქვეყნებს. ბინები: 33,7–519 მ², 1–8 ოთახი. თავისუფალია 100 ბინა 349-დან.

თავისუფალი ბინები ოთახების მიხედვით

დეველოპერი ბინების ფასს საიტზე არ აქვეყნებს. სართული, გეგმა და ფასი: დეველოპერის საიტზე.

იპოთეკა და განვადება

სესხის ვალუტა

შეიყვანე ბანკის წლიური განაკვეთი: ჩვენ მას არ ვვარაუდობთ.

ეს გამოთვლაა და არა შეთავაზება: ბანკი და დეველოპერი პირობებს თავად ადგენენ. შემოწმებულია ეროვნული ბანკის ზღვრები: სესხი ფასის მაქსიმუმ 90% ლარში და 70% დოლარში; 1 000 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარშია, თუ შემოსავალი მთლიანად დოლარში არ გაქვს; თვიური შენატანი შემოსავლის 25–50% ლარში (20–30% დოლარში). ფასი ლარში ეროვნული ბანკის კურსით: 1$ = 2.5933 ₾.

პროექტის შესახებ

არქის ახალი ელიტარული კომპლექსი არქი უნივერსი თავისი მრავალფეროვნებით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ სივრცეს შექმნის. არქი უნივერსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ადამიანის სურვილებს სრულად პასუხობს. 26-სართულიანი „არქი უნივერსი“ 257 ბინას აერთიანებს და ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. კომპლექსის ორ საცხოვრებელ ბლოკს მასშტაბური კომერციული ფართი აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში ყველაფერია განთავსებული, რაც არქელებს კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებათ: ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, მათ შორისაა, გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. საცხოვრებელი კომპლექსის ექსტერიერს დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები და უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტა, რომლის წარმოებაც გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში ხდება. ტერაკოტა ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია უძლიერესი ქარის დატვირთვაზე, რაც მას საუკეთესო მასალად ხდის მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებლად. კომპლექსის თანამედროვე და ესთეტიკური არქიტექტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.

არქი

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია.

არქის ყველა პროექტი (24)

მდებარეობა

ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა

მსგავსი პროექტები — თბილისი

წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5933 ₾, 2026-11-20). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.