ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
არქი ლისი სანრაიზი (Archi Lisi Sunrise) — არქის საცხოვრებელი პროექტი; მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, მუხრან მაჭავარიანის ქ. 11. შენდება. დეველოპერი ფასს საიტზე არ აქვეყნებს. ბინები: 57,4–140 მ², 2–4 ოთახი. თავისუფალია 57 ბინა 86-დან.

თავისუფალი ბინები ოთახების მიხედვით

დეველოპერი ბინების ფასს საიტზე არ აქვეყნებს. სართული, გეგმა და ფასი: დეველოპერის საიტზე.

პროექტის შესახებ

არქის ახალი, ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი არქი ლისი სანრაიზი გამწვანებულ გარემოში, საბურთალოზე, ლისის ტბიდან მხოლოდ 15 წუთის ფეხით სავალზე შენდება. არქი ლისი სანრაიზი 6 დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლისგან შედგება და მოიცავს 15 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშვო გასართობ სივრცეს და დახურულ ავტოსადგომს. ელიტარული კომპლექსის ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება თბილისზე. მის არქიტექტურაში კი მაქსიმალურად გათვალისწინებულია ადგილობრივი ურბანული მდგომარეობა და თავისი დახვეწილი ექსტერიერით ქალაქის იერსახეს ამშვენებს. კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. მათ შორისაა გერმანული ბრენდ YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც სხვა ბლოკებთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. არქი ლისი სანრაიზის ექსტერიერში გამოიყენება მაღალი ხარისხის HPL პანელები, დეკორატიული ლესვა და მინის მოაჯირები, რაც კომპლექსის ექსტერიერს გამორჩეულად დახვეწილს ხდის. “არქის” ბინები და აპარტამენტები ლისის მიმდებარედ – იდეალური გარემო და პრემიუმ ხარისხი თბილისში ბინის შეძენისას ადამიანები ხშირად რთული არჩევანის წინაშე დგებიან: უპირატესობა ქალაქის ცენტრში შედარებით ხმაურიან ლოკაციას მიანიჭონ თუ გარეუბნის სიმშვიდეს, სადაც ინფრასტრუქტურა ნაკლებად განვითარებულია. ამ ორი მოთხოვნის შეთავსება მარტივი არაა, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც – საბურთალოსა და ლისის მიმდებარე ტერიტორია სწორედ ის ოქროს შუალედია, რომელიც განვითარებული ინფრასტრუქტურისა და ბუნებასთან სიახლოვის მოთხოვნას ერთდროულად პასუხობს. ეს ლოკაცია განსაკუთრებულია იმით, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ უბანში მდებარეობს და ამავდროულად ლისის ტბის სიახლოვე მას სხვა მიმართულებებისგან განასხვავებს. ეს კომბინაცია – ინფრასტრუქტურა და ბუნება ერთ მისამართზე ის ფაქტორია, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოთხოვნას განსაზღვრავს და სახლის ყიდვისას სულ უფრო აქტუალურ გასახილველ საკითხად აქცევს. რატომ უნდა აირჩიოთ ბინები ლისზე? ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საბურთალოს ნაწილია.

აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.

არქი

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია.

არქის ყველა პროექტი (25)

მდებარეობა

ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა

მსგავსი პროექტები — თბილისი

წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5959 ₾, 2026-10-30). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.