თავისუფალი ბინები ოთახების მიხედვით
- 1-ოთახიანი16 თავისუფალი39,5–40,1 მ²
- 2-ოთახიანი120 თავისუფალი39,6–105,9 მ²
- 3-ოთახიანი40 თავისუფალი70,4–152,1 მ²
- 5-ოთახიანი1 თავისუფალი287,2 მ²-დან
დეველოპერი ბინების ფასს საიტზე არ აქვეყნებს. სართული, გეგმა და ფასი: დეველოპერის საიტზე.
პროექტის შესახებ
ქინგ თამარი არქისგან მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსია დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და დინამიურ ადგილას, ულამაზესი პანორამული ხედებით მთელს თბილისზე. პროექტის კონცეფცია გულისხმობს სრულყოფილი პრემიუმ ცხოვრების ექსკლუზიურ გამოცდილებას. აქ ყოველდღიურობისგან მაქსიმალურს მიიღებ და ცხოვრებას ჰარმონიული სიმშვიდით დააბალანსებ. ქინგ თამარის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს ყველაფერს სრულყოფილი ცხოვრებისთვის: ფიტნეს დარბაზი - ბალანსი რომ არ დაკარგო, სპა - ჰარმონია რომ აღიდგინო, კაფე - კიდევ უფრო მეტად რომ ისიამოვნო შენი თავისთვის დათმობილი დროით, ღია აუზი - სიწყნარეში რომ ჩაიძირო, კინოთეატრი - რეალობას რომ გასცდე, პანორამული ხედები - ჰორიზონტი რომ შეიგრძნო. ქინგ თამარი არქისგან გამორჩეულად საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. კომპლექსი ქალაქის ცენტრში სტრატეგიული ობიექტებისგან რამდენიმე წუთის სავალზეა. ბინების დაგეგმარების მრავალფეროვნება, ულამაზესი ხედები თბილისზე, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა სწორედ ისაა, რაც თანამედროვე ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდება. ქინგ თამარი არქისგან მსოფლიოში ცნობილმა არიქტექტორმა, ვეი იაპ ოიმ დააპროექტა. ის გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ექსტერიერით, რომელიც არქიტექტურულად გამორჩეულ, სრულყოფილ ნაგებობას ქმნის. მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები. მათ შორისაა გერმანული ბრენდის - YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც დიდი ხნით ინარჩუნებს ტემპერატურასა და სიმყუდროვეს, დაბალემისიური მინები, ალუმინის კომპოზიტური პანელები და შუშის აივნები ესთეტიკურ დიზაინს ქმნის. პროექტი ხორციელდება იბერკომპანი ჰოლდინგთან ერთად.
- სავარჯიშო დარბაზი
- აუზი
- სპა
- კინოთეატრი
- კაფე
აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.
არქი
არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია.
არქის ყველა პროექტი (25)მდებარეობა
ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა
მსგავსი პროექტები — თბილისი
წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5959 ₾, 2026-10-30). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.