ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

POLITICO: ანტონიო კოსტას განცხადებით, 6 მარტს ევროპელი ლიდერები უკრაინის თემაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავენ

POLITICO: ანტონიო კოსტას განცხადებით, 6 მარტს ევროპელი ლიდერები უკრაინის თემაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას განცხადებით, 6 მარტს ევროპელი ლიდერები უკრაინის თემაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

"ჩვენ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ დროში ვცხოვრობთ.

ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციების დროს მე მოვისმინე ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, მივიღოთ ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები: ევროპის თავდაცვის გაძლიერება, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისთვის გადამწყვეტი წვლილის შეტანა და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება". - განაცხადა კოსტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში გააკეთა, მაშინ, როდესაც რუს და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მაღალი დონის შეხვედრებმა ევროკავშირში შეშფოთებები გააჩინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ პოტენციური შეთანხმება მოლაპარაკებებში კიევის ჩართულობის გარეშე შესაძლოა, იქნას მიღწეული.

ამის პარალელურად, ვაშინგტონსა და მოსკოვში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვლის დასასრულსაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.