POLITICO: ევროპელი ლიდერები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობენ, რომლის ღირებულებაც, სულ მცირე, 20 მილიარდი ევრო იქნება

გამოცემა POLITICO სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობენ, რომლის ღირებულებაც, სულ მცირე, 20 მილიარდი ევრო იქნება.

გამოცემის ცნობით, პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, რაკეტებსა და ფულად დახმარებას. მანამდე, Politico-ს მიერ გავრცელებული ცნობით, პაკეტის ღირებულება 6 მილიარდი ევროდან 10 მილიარდ ევრომდე შედგებოდა, თუმცა ღირებულება ევროპელი მაღალჩინოსნების კონსულტაციების შემდეგ შეიცვალა. შესაბამისად, დახმარების პაკეტის მოცულობა, 24 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კვლავ შეიძლება გაიზარდოს.

დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდაც” ავრცელებს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პაკეტის წარდგენა სწორედ 24 თებერვალს, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია