P&G-მ სანქცირებულ „იმედზე“ რეკლამების განთავსება შეწყვიტა

Procter & Gamble-მა „TV იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City AM წერს. 

გამოცემის მიხედვით, P&G, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette და Pampers, „იმედზე“ რეკლამას მას შემდეგაც ათავსებდა, რაც ტელეკომპანია 2026 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში მოხვდა.

City AM-ის ინფორმაციით, P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელისა და უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების საფუძველზე, ფირმამ ორშაბათს აღნიშნულ მედიაკომპანიასთან ბიზნესურთიერთობა შეწყვიტა.

ცნობილია, რომ ანალოგიური შიდა შემოწმება დაიწყო  Nestlé-მაც.

ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოში მოქმედი სახელისუფლებო ტელევიზიები „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ