საკანონმდებლო ცვლილებებით, ახალი კატეგორიის — “საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა” შემოდის
3
წაკითხვა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა.
დარახველიძის განცხადებით, საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლებით 35 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს. რაც შეეხება მუდმივი ბინადრობის უფლებას, ის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების საფუძველზე გაიცემა. ბოლო მონაცემებით, ქორწინებით მიღებული ბინადრობის უფლებით 30 000-მდე უცხოელი სარგებლობს.
დარახველიძის განმარტებით, ბინადრობის მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ფიქციური ქორწინებებია.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. გასამმაგებულია, მაგალითად, 2024 წლის პირველ კვარტალში მოთხოვნები, რაც, ასე ვთქვათ, აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ბინადრობის გაცემის საფუძველი შეიძლება ფიქციური ქორწინება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას,” — განაცხადა დარახველიძემ.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა — “საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა”. თუ ადრე საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებით უცხოელი მოქალაქე უვადო ბინადრობას იღებდა, ცვლილებების შემდეგ ის პირველ ეტაპზე ერთი წლით მოიპოვებს ბინადრობის უფლებას, შემდეგ კი — 2-2 წლით. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება 5 წელს გასტანს, შესაძლებელი იქნება უვადო ბინადრობის მიღება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს წყვილის გასაუბრებას კომისიის წინაშე და ქორწინების ავთენტურობის დადასტურებას. დარახველიძემ განაცხადა, რომ ფიქციური ქორწინების გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე სამართლებრივი წარმოება დაიწყება.
“იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიქციურ ქორწინებას, მოხდება მისი ბათილად ცნობა, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები, ბუნებრივია, მიეცემიან პასუხისგებაში. იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება ფიქციური ქორწინება და ეს იქნება ნამდვილი ქორწინება, პირველ ჯერზე გაიცემა ერთწლიანი ბინადრობა, რომელიც შემდგომში ორ-ორი წლის ვადით გაგრძელდება. თუ ხუთი წლის განმავლობაში ეს ქორწინება შენარჩუნდება, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მუდმივი ბინადრობის გაცემა,” — განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძემ მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, ჩატარებულ სასწავლო ბინადრობის გაცემის წესების ცვლილებების ი რეიდების შედეგად დადგინდა, რომ უცხოელი სტუდენტების უმეტესობას უნივერსიტეტში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ისინი კვლავ სარგებლობდნენ სტუდენტური ბინადრობის უფლებით.
დაანონსებული ცვლილებების თანახმად:
• უცხოელი სტუდენტის ენის ბარიერს არა უნივერსიტეტი, არამედ გამოცდების ეროვნული ცენტრი დაადგენს. ასევე განისაზღვრება უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებიც სტუდენტური ბინადრობის მოსაპოვებლად იქნება საჭირო.
• თუ უცხოელი სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 20 კრედიტს არ დააგროვებს, ის ბინადრობის უფლებას დაკარგავს.
• თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღით ან მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს ბინადრობის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს.
• ცვლილება ეხება ქვეყნის დატოვებასაც — გარდა საპატიო მიზეზებისა, სტუდენტი ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუ ქვეყანას 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს.
• იქმნება ბაზა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვისა და სწავლის შესახებ ინფორმაცია აისახება.
• მხოლოდ სრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს სტუდენტური ბინადრობის უფლების მიღებას. არასრულწლოვანი პირებისთვის კი გაიცემა ახალი კატეგორიის, D6 კატეგორიის, ერთწლიანი ვიზა.
კომენტარები
გადახედვა
საკანონმდებლო ცვლილებებით, ახალი კატეგორიის — “საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა” შემოდის
10 წუთის წინ
საკანონმდებლო ცვლილებებით, ახალი კატეგორიის — “საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა” შემოდის
ქართული მოცვის ინდუსტრიის საერთაშორისო აღიარება — IBO-ს პრეზიდენტმა საქართველოში სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასა
36 წუთის წინ
ქართული მოცვის ინდუსტრიის საერთაშორისო აღიარება — IBO-ს პრეზიდენტმა საქართველოში სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასა
გადახედვა
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
41 წუთის წინ
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
გადახედვა
კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სიმართლე და რუსეთის ფედერაციის დანაშაული — “გახარია საქართველოსთვის” სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე:
49 წუთის წინ
კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სიმართლე და რუსეთის ფედერაციის დანაშაული — “გახარია საქართველოსთვის” სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე:
გადახედვა
რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება
2 საათის წინ
რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება
გადახედვა
ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა
2 საათის წინ
ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა
გადახედვა
ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გადადგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გადადგომაზე
3 საათის წინ
ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გადადგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გადადგომაზე
გადახედვა
ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა
3 საათის წინ
ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა
გადახედვა
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
3 საათის წინ
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო
3 საათის წინ
საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც “იმედს” და არც “პოსტვ-ის” არ შეექმნება არავითარი პრობლემები
4 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც “იმედს” და არც “პოსტვ-ის” არ შეექმნება არავითარი პრობლემები
გადახედვა
არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად — ირაკლი კობახიძე ჯარიმების შემცირებაზე
4 საათის წინ
არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად — ირაკლი კობახიძე ჯარიმების შემცირებაზე
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა, ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს
4 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა, ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს
გადახედვა
4 ქალი ისტორიიდან, რომლებიც House of the Dragon-ის პერსონაჟების პროტოტიპები არიან
4 საათის წინ
4 ქალი ისტორიიდან, რომლებიც House of the Dragon-ის პერსონაჟების პროტოტიპები არიან
გადახედვა
ფისო ლარიმ თანამდებობიდან დიდი ბრიტანეთის მე-6 პრემიერმინისტრიც გააცილა
5 საათის წინ
ფისო ლარიმ თანამდებობიდან დიდი ბრიტანეთის მე-6 პრემიერმინისტრიც გააცილა
გადახედვა
თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა
5 საათის წინ
თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა
გადახედვა
Procter & Gamble-მა ტელეარხ “იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
5 საათის წინ
Procter & Gamble-მა ტელეარხ “იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
გადახედვა
კახეთში კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა, ტექნიკის ქვეშ მოყვა და დაიღუპა
5 საათის წინ
კახეთში კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა, ტექნიკის ქვეშ მოყვა და დაიღუპა
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ერთი ფოტოთი
5 საათის წინ
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ერთი ფოტოთი
ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება
6 საათის წინ
ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება
გადახედვა
ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
6 საათის წინ
ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
კვირის ტოპ-5
მიხაილ შვიდკოი: სტურუას “ვეფხისტყაოსნის” ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე1952 ნახვა
მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ1863 ნახვა
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?1299 ნახვა
მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა1023 ნახვა
დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან659 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს — დაკავებულია ყაზახეთის ორი მოქალაქე
თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს — დაკავებულია ყაზახეთის ორი მოქალაქე
ეკონომიკა
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
გადახედვა
საზოგადოება
ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო
ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო
გადახედვა
პოლიტიკა
შსს: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი რექტორი გიორგი სახოკია გახდა
შსს: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი რექტორი გიორგი სახოკია გახდა
გადახედვა
კინო
House of the Dragon-ის მე-3 სეზონის პრემიერამ IMDB-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო
House of the Dragon-ის მე-3 სეზონის პრემიერამ IMDB-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო
გადახედვა
პოლიტიკა
რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს?
რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს?
გადახედვა
პოლიტიკა
შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთო გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთო გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი EU–ის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე არ მიიწვიეს
საქართველოს პარლამენტი EU–ის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე არ მიიწვიეს
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ მოახლეებს, ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ მოახლეებს, ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
საზოგადოება
თბილისი ნიუქამერს 2026-ის გამარჯვებული ცნობილია
თბილისი ნიუქამერს 2026-ის გამარჯვებული ცნობილია
ახლა კითხულობენ
გადახედვა
Powerpuff Girls ბრუნდება? — რა ვიცით ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ
7 საათის წინ
გავრცელებული ინფორმაციით, Warner Bros. მოლაპარაკებებს აწარმოებს საავტორო უფლებების მოსაპოვებლად, რათა Cartoon…
ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის გამო 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ეკა ბესელია: “ბოლოს რომ ვნახე ელენე ხოშტარია, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა, ახლა ხელჯოხი სჭირდება”
რატომ ცლიან ვაშინგტონის მონუმენტთან აუზს? — ტრამპი ვანდალებს ემუქრება
უკრაინა EU-ის სესხის პირველ ტრანშს, 3.2 მლრდ ევროს პოლონეთში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიღებს