მამუკა მდინარაძე
ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი
პერსონის ქრონიკა
მამუკა მდინარაძე მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
7 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნაზე - პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის, მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოს
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის და მას, როგორც ყველა მოქალაქეს, კერძო საქმიანობის წარმოების სრული უფლება აქვს.
ირაკლი ჭეიშვილი - რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?!
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნებაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ის პოლიტიკიდან წავიდა და საჯარო სექტორთან შეხება აღარ აქვს.
"მდინარაძის ერთადერთი ამოცანაა, ივანიშვილს ცუდად არ გაახსენდეს" - შეფასებები "ოცნების" ყოფილი ლიდერის ახალ საქმიანობაზე
ოპოზიციონერი ლიდერები მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნებას „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებასა და ივანიშვილისგან დისტანცირების მცდელობას უკავშირებენ.
მიხეილ სააკაშვილი - ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? არა, არ ვცხოვრობთ! - ფულმა გვერდი აუარა თქვენს ჯიბეებს და გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, გილაურების, პაპაშვილების წრეებში
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მოსახლეობა 2012 წელზე უკეთ არ ცხოვრობს და ფული მმართველი წრის ჯიბეებში მიდის. მან ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ბიზნესში მილიონების მიღებაშიც დაადანაშაულა.
ჟურნალისტური გამოძიება: „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელს უთხრეს, რომ „ყეინიშვილს ხელს ვერ ახლებდნენ“ - სუს-ს ჩანაწერი 2 წლის წინ გადასცეს
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლებს ბიზნესში წილის დათმობა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი მფარველობას და კონკურენტების ჩამოშორებას ჰპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მფლობელებმა სუს-ს ფარული ჩანაწერი გადასცეს, ყეინიშვილი პოსტზე დარჩა, მოგვიანებით კი კომპანია ნახევარი მილიარდით დააჯარიმეს.