“დღეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისევ მამუკა მდინარაძეა ყველგან!” – შორენა მირცხულავა
ჟურნალისტ შორენა მირცხულავას განცხადებით, დიტო ჩუბინიძეს ბრალი ინტერვიუს გამო, ქვეყნის ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით წაუყენეს, პროკურატურამ კი იგი ჟურნალისტადაც არ მოიხსენია და უდანაშაულობის პრეზუმფცია უხეშად დაარღვია.

ჟურნალისტი, შორენა მირცხულავა:
დღეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისევ მამუკა მდინარაძეა ყველგან!!!
პრემიერის პირადი მრჩეველი, გენერალური პროკურორი, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგის ტექსტის დამწერი!!! ასავალ დასავალის წარმომადგენელი დავიჭირეთო, რომ გვამცნეს, წარმომადგენელი რას ნიშნავს, კორექტორი იყო თუ ტექნიკური პერსონალი, სიტყვა ჟურნალისტი ვერ გაიმეტეს ადამიანისთვის, რომელსაც ინტერვიუს გამო, ქვეყნის ღალატის და საბოტაჟის მუხლი მიუყენეს. ჟურნალისტია დიტო ჩუბინიძე და მისი დაჭერის დამკვეთების წარმომადგენლები ხართ თქვენ მისი დამჭერები!!!
ამ ქვეყანაში, როგორც კი ვინმეს დაიჭერენ, ეგრევე დამნაშავედ რომ აცხადებთ, უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ თუ იცით რას ნიშნავს?!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…