სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა და ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.