ივანიშვილს სუს-შიც თავისი სუს-ი ჰყავს - გრიგოლ გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის ახალი შეფის, თამაზ ბორაშვილის პირველ მოადგილედ თავისი პირადი დაცვის წევრი, გიორგი ბახუაშვილი დანიშნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი საკუთარ ძალოვნებსაც არ ენდობა და მათ პერსონალურ კონტროლს უწესებს.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელაის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ძალოვნებს არ უნიშნავს და მათ მაკონტროლებლებს უნიშნავს - პოლიტიკისოსითვიოს ამის თვალსაჩინო მაგალითია ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის, გიორგი ბახუაშვილის დანიშვნა სუს-ის ახალი შეფის, თამაზ ბორაშვილის პირველ მოადგილედ.
"ივანიშვილს სუს-შიც თავისი სუს-ი ჰყავს" - ამბობს გეგელია.
ბატონი ბიძინას დაცვის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არის კვლავაც დატოვებული, როგორც უფლებამოსილი პირი. ეს რა თქმა უნდა აჩვენებს იმას, რომ სუს-შიც ივანიშვილს ჰყავს თავისი სუს-ის. სუს-ში სუს-ი აჩვენებს ივანიშვილის მმართველობის ლოგიკას, რომ ყველა და ყველა რგოლი უნდა იყოს აყვანილი პერსონალურ კონტროლზე, და რომ ივანიშვილი არც საკუთარ ძალოვნებს არ ენდობა და მათაც უნიშნავს საკუთარ პერსონალურ კადრებს დამატებითი კონტროლისთვის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
სუს-ის ახალ შეფს პირველ მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი დაუნიშნეს.
თამაზ ბორაშვილს ახლა მხოლოდ ორი მოადგილე ჰყავს - მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი. მამუკა მდინარაძის ახლო მეგობარი, ლაშა მაღრაძე რომელსაც სუს-ში პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, იუსტიციის სამინისტროში პაატა სალიას მოადგილედ გადაიყვანეს.
ამ დრომდე უცნობია, რჩება თუ არა გელა გელაძის კიდევ ერთი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე უწყებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…