ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სუს-ის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დავით არჩვაძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. დავით არჩვაძემ უფლებამოსილების განხორციელება 2026 წლის 17 სექტემბრიდან დაიწყო, მანამდე კი ის სუს-ის გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.

სუს-ის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
სუს-ის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავსBM.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დავით არჩვაძე დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დავით არჩვაძე უფლებამოსილების განხორციელებას 2026 წლის 17 სექტემბრიდან შეუდგა.

არჩვაძე 7 მაისიდან ამ დრომდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. პოსტზე ის გეკა გელაძემ დანიშნა.

დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ის 2025 წლის ჩათვლით შსს-ს გენინსპექციას ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს ამ დრომდე ორი მოადგილე მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი ჰყავდა.

პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი პოსტზე 16 სექტემბერს დაინიშნა. თავის მხრივ, ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

რაც შეეხება გელა გელაძის კიდევ ერთ მოადგილეს ალექსანდრე მაისურაძეს, მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება არ ატვირთულა. სად აგრძელებს მუშაობას მაისურაძე უცნობია.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.