ძმები ფეიქრიშვილების დედა - მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან - „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ!
დაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ ციხეში სადამსჯელო ბრიგადის შეგზავნა და საქმის აწყობა მამუკა მდინარაძემ და სუს-ის თანამშრომლებმა დაალაგეს, რის გამოც „პაგონიანი ბანდიტების“ დასჯას მოითხოვს.