პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე - „ოცნებას” ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ შეიძლება რუსეთის საელჩოც გახსნან თბილისში - ღარიბაშვილის წერილები კი “სამეფო კარის თამაშებია”, კობახიძე-მდინარაძის კლანთან წააგო, მაგრამ არ არის გამორიცხული თავად მდინარაძეც დააპატიმრონ

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, მმართველ გუნდში შიდა კლანური დაპირისპირებაა, კობახიძე საკუთარ თანაგუნდელ მდინარაძეს წირავს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ პროცესები თბილისში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნამდე მიჰყავს.

გიორგი შარაშიძე - „ოცნებას” ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ შეიძლება რუსეთის საელჩოც გახსნან თბილისში - ღარიბაშვილის წერილები კი “სამეფო კარის თამაშებია”, კობახიძე-მდინარაძის კლანთან წააგო, მაგრამ არ არის გამორიცხული თავად მდინარაძეც დააპატიმრონ
ინტერპრესნიუსი

ღარიბაშვილის წერილებში ვერ ვხედავ მის გამბედაობას, რომ ღია ბრძოლა დაიწყოს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ფაქტია, რომ შიდა კლანურ დაპირისპირებაში ამ ეტაპზე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანმა წააგო კობახიძე-მდინარაძის კლანთან , - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მან ასევე “კობახიძე-მდინარაძის კლანის” კონტექსტში სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის შესახებაც ისაუბრა. შარაშიძის თქმით, მდინარაძეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წირავს და ცდილობს, “ჩადენილი დანაშაულებიდან თავად სუფთად გამოვიდეს”.

“ღარიბაშვილის წერილების მიღმა ვერ ვკითხულობ იმ დოზით გამბედაობას, მან ღია ბრძოლა დაიწყოს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. გამბედაობაზე მარტო იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ წერილების შინაარსი შეიძლება არ იყოს სათანადოდ დამაკმაყოფილებელი და სათანადო კონკრეტიკას არ შეიცავდეს, მიუხედავად იმისა, რომ მინიშნებები არის და კონკრეტიკის მცირე ნაწილიც ჩანს.

ფაქტია, რომ ეს არის მხოლოდ შიდა სახელისუფლებო ბრძოლა ანუ “სამეფო კარის თამაშები” და ამ შიდა კლანურ დაპირისპირებაში ფაქტია, მოცემულობაა უბრალოდ, რომ ეს ბრძოლა ამ ეტაპზე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანმა წააგო კობახიძე-მდინარაძის კლანთან.

რაც შეეხება თავად მდინარაძეს, სულაც არ არის გამორიცხული [ის დააპატიმრონ], ამას ჩვენც ვწინასწარმეტყველებდით თავის დროზე.

როდესაც საუბარია მდინარაძის დანაშაულებზე, ეს დანაშაულები ვერ იქნებოდა ჩადენილი ირაკლი კობახიძის უშუალო მონაწილეობის გარეშე. სულ სხვა არის, რას კადრულობს ახლა კობახიძე, როდესაც თავის მარჯვენა ხელს, ფაქტობრივად, წირავს იმ გაგებით, რომ ცდილობს, თავად სუფთად გამოვიდეს ამ საქმიდან და მხოლოდ მას შეახოცოს ხელი. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მისი არაერთი განცხადების საფუძველზე. ასე რომ არ იყოს, მაშინ მან [ირაკლი კობახიძემ] უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რასაც მამუკა მდინარაძესთან ერთად აკეთებდა. ამას არ აკეთებს, პირიქით, მეგობრობაც უარყო მასთან, თუ არ ვცდები.

მამუკა მდინარაძისთვის დაცვის მოხსნის საკითხს ორი მხარე აქვს და კაცმა არ იცის, კიდევ რომელი ჯობია - დღევანდელი სახელმწიფო დაცვა გემსახურებოდეს თუ არ გემსახურებოდეს. სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შეიძლება კონტროლის დამატებითი ბერკეტი იყოს”, - აღნიშნა შარაშიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის მოლაპარაკებების კონტექსტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, პირდაპირი მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.

“ქართული ოცნება” ყოველთვის ასე ხსნის თავის პოლიტიკას, პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებაშიო და თავად ის ფაქტები, რაც სუს-ის ანგარიშშია წარმოდგენილი, ეს ხომ პირდაპირ ადასტურებს, რომ არანაირი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ მათ არ აქვთ იმიტომ, რომ ის ღონისძიებები, რასაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჰიბრიდული საშუალებების გამოყენება, ეკონომიკური ურთიერთობების გამოყენება, უშუალოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება…

“ქართულ ოცნებას” კი ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ შეიძლება საელჩოც გახსნან თბილისში, არც ესაა გამორიცხული. როდესაც არც ბორდერიზაცია მცირდება, არც ჩვენი მოქალაქეების დაკავებები მცირდება, სუს-ის ანგარიშის მიხედვით, პირიქით, ყველაფერი გაზრდილია.

მიუხედავად “ქართული ოცნების” ე.წ. პრაგმატული პოლიტიკისა, რუსეთის მხრიდან ზეწოლა არ მცირდება, პირიქით, ოკუპანტი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე და როგორ არის ეს პრაგმატული პოლიტიკა? რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს პირისპირ მოლაპარაკებები [ზურაბაშვილისა და გალუზინის] რაიმე შედეგს მოიტანს?” - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე - მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთს შორის, თან მარტო და პირისპირ - ისეთი სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ გვენახაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები