ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
ლევან ღამბაშიძე: ყველა გადადგებოდა, ნორმალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ხალხია მთავარი და მთავრობა მისი მსახურია
ლევან ღამბაშიძე: ხოდა როგორ არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი შესაცვლელია? როგორ არ ფიქრობთ, რომ ასე ღიად და უტიფრად არავინ არ უნდა გატყუებდეთ? როგორ არ ფიქრობთ, რომ იმსახურებთ, რომ თქვენი გადასახადების საშუალებით დაქირავებული ადამიანები თქვენი მსახურები უნდა იყვნენ და არა პირიქით? როგორ არ ფიქრობთ, რომ უკეთესს იმსახურებთ?
ლევან ღამბაშიძე: ასე ნელ-ნელა და უკვე სწრაფ-სწრაფად... ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დეფაქტო აღდგენა
ლევან ღამბაშიძე: სტატუსის შეცვლა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ახლა რუსეთი და საქართველო ტექნიკურად წარმომადგენლების დონეზე ურთიერთობენ, მაგრამ სინამდვილეში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დეფაქტო აღდგენა. როგორც რუსები წერენ, ეს არის 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება.
ლევან ღამბაშიძე: პარტიების აკრძალვა დაეხმარება ივანიშვილს ლეგიტიმაციაში? ტელევიზიების გაქრობა? უკმაყოფილო ხალხის ემიგრაციაში გადახვეწა? არავითარ შემთხვევაში
ლევან ღამბაშიძე: მგონია რომ ასეთი რამ ხდება ივანიშვილის რეჟიმს თავს: არსებობს განსხვავება სუვერენულობასა და ლეგიტიმურობას შორის. სუვერენულობა ეხება იმას, თუ ვინ ფლობს ძალაუფლებას პოლიტიკურ ერთობაში, ხოლო ლეგიტიმურობა ეხება იმას, თუ რატომ ფლობს ის ამას.
ლევან ღამბაშიძე: და ახლა, ვილი ლაგესის ამბის გაგების შემდეგ, დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: ციხეში რატომ ზის ელენე ხოშტარია? რა დააშავა მან ასეთი, რის გამოც წელიწადნახევარი ციხეში უნდა იჯდეს
ლევან ღამბაშიძე: ეს არის ნაცისტური გერმანიის SS-ის შტურმბანფიურერი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ამსტერდამში - ვილი ლაგესი. უშუალოდ მისი დამსახურებაა 70 000 ჰოლანდიელი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაცია და ასეულობით წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის დახვრეტა.
ლევან ღამბაშიძე: ამ ლოგიკით, ან ორივემ ღალატის აქტი ჩაიდინა, ან ოცნებამ დაამტკიცა, რომ ნაცმოძრაობამ სწორ რეზოლუციას მოაწერა ხელი. ასეთი ვითარებაა. გატყუებენ, გაშტერებენ, დაგცინიან...
თუ ნაცმოძრაობა ღალატი ჩაიდინ, როდესაც რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ფიქსირდებოდა რომ საქართველომ დაიწყო ომი(რაც სინამდვილეში რეზოლუციაში არ წერია) და რომლის მიხედვითაც რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო, მაშინ რა გამოდის ქართული ოცნება, რომელმაც კომისიის დასკვნით დაამტკიცა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ რუსეთი მხოლოდ მოპასუხე იყო? ამ ლოგიკით, ან ორივემ ღალატის აქტი ჩაიდინა, ან ოცნებამ დაამტკიცა, რომ ნაცმოძრაობამ სწორ რეზოლუციას მოაწერა ხელი.
ლევან ღამბაშიძე: იმ პარტიების აკრძალვით, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, თავისუფლებას მხოლოდ იმ ხალხს კი არ ართმევენ, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, არამედ თქვენც, ვინც...
ცუდი არჩევანის გაქრობით, ვაქრობთ კარგ არჩევანსაც და შესაბამისად ვკლავთ თავისუფლებას, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ცუდ არჩევანს აკეთებდა, არამედ მათთვისაც, ვინც კარგ არჩევანს აკეთებდა. ეს არის ბერდიაევის უნაკლო ლოგიკა, რომელიც თავის მხრივ დოსტოევსკის ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანობას ეყრდნობა.
ლევან ღამბაშიძე: ქოლენტრებმა, როგორც მოვლენამ, რამდენიმე მიმართულებით დაარტყა ქართულ სახელმწიფოს
ვფიქრობ ქოლცენტრების საკითხი არასათანადოდ არის შეფასებული ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი პოლიტიკური საზოგადოების მიერ, რაც დღესაც და მომავალშიც პრობლემიების მოგვარებაში ნამდვილად არ დაგვეხმარება.
“ბარემ თითი რო მოეჭრა და მიეგდო იქვე. ხო შეიძლება მხოლოდ ტელეფონით ვერ ამოეცნოთ?”– ღამბაშიძე შსს–ს განცხადებაზე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ადგილზე დალუქეს მობილური ტელეფონი და საბანკო ბარათი.
,, რა ძალისხმევას წევს ივანიშვილი, ქვეყანაში “მშვიდობის” შესანარჩუნებლად?” – ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე აანალიზებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მიზეზებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობას არა ძლიერი არმიით ან მოკავშირეებით, არამედ პოტენციური საფრთხის შემცველი სახელმწიფოებისადმი, კერძოდ რუსეთისა და ირანისადმი მორჩილებით ინარჩუნებს. ავტორი განიხილავს ამ მორჩილების გამოვლინებებს ეკონომიკაში, განათლებასა და ისტორიის გადაწერის მცდელობებში.